28 აპრილს, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოფენა გაიხსნა, რომელიც ადგილზე იქნება წარდგენილი ერთი თვის განმავლობაში. გამოფენაზე სიტყვით წარსდგნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მარჩინ ფშიდაჩი, საქართველოს ელჩი, ზურაბ ბერიძე და პოლონეთის ფოსტის პრეზიდენტი, ტომაშ ზჯიკოტი. ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა სპეციალურად თარიღისთვის გამოცემული საიუბილეო საფოსტო ბარათის პრეზენტაცია.
გამოფენას ესწრებოდნენ პოლონეთის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის, ასევე პოლონეთის ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლები.
ღონისძიების დასასრულს სტუმრები მიწვეულ იქნენ ქართული ღვინისა და სამზარეულოს დასაგემოვნებლად.
ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, პოლონურ გაზეთში - “Rzeczpospolita”გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის, ზურაბ ბერიძის სტატია.