29 მარტს, საქართველოს ელჩმა, ზურაბ ბერიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა პოლონეთში სერბეთის რესპუბლიკის ელჩთან, ნებოიშა კოშუტიჩთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.