ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ქ. ვარშავაში
ვარშვავა 23-25 ნოემბერს, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას - TT Warsaw -ს მასპინძლობს. ღონისძიება ყოველწლიურია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთი ტურისტული კომპანია იღებს მონაწილეობას.
წელს TT Warsaw-ს მასშტაბურ გამოფენაში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით 15-მდე ქართული კომპანია არის წარმოდგენილი.
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი გამოფენას ესტუმრა და თითოეული ქართული კომპანიის მიერ წარმოდგენილი სტენდი დაათვალიერა. ელჩი პირადად გაესაუბრა ქართული კომპანიების წარმომადგენლებს და პოლონეთსა და საქართველოს შორის ტურისტული პოტენციალის განვითარების კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა