ურთიერთობები საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის
საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა 1992 წლის 28 აპრილს.
2004 წელს პოლონეთში გაიხსნა საქართველოს საელჩო. 2001 – 2004 წლებში პოლონეთის გადაფარვა ხორციელდებოდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ.
საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა 1997 წელს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები პოლონეთის რესპუბლიკაში:
- ილია დარჩიაშვილი - 2017 წლის ივლისიდან - 2021;
- ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი - 2011 - 2017;
- კონსტანტინე ქავთარაძე - 2006 – 2011;
- ზაზა კანდელაკი - 2004 – 2005.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები პოლონეთის რესპუბლიკაში რეზიდენციით გერმანიაში:
- მაია ფანჯიკიძე - 2004;
- კონსტანტინე გაბაშვილი - 2001 – 2004.
პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:
- მარიუშ მაშკიევიჩი (Mariusz Maszkiewicz) – 2016 წლის დეკემბრიდან - დღემდე;
- ანდჟეი ჩიეშკოვსკი (Andrzej Cieszkowski) 2013 - 2016;
- ურშულა დოროშევსკა (Urszula Doroszewska) 2008 - 2013;
- იაცეკ მულტანოვსკი (Jacek Multanowski) 2004 – 2008.
საქმეთა დროებითი რწმუნებულები:
- იაცეკ მულტანოვსკი (Jacek Multanowski) 2000 - 2004;
- პიოტრ ბორავსკი (Piotr Borawski) 1997 – 2000.