საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2022 წლის 16-18 ნოემბერს, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში საერთაშორისო ღვინის გამოფენა „EnoExpo 2022” გაიმართა.

2022 წლის 16-18 ნოემბერს, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში საერთაშორისო ღვინის გამოფენა „EnoExpo 2022” გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და პოლონეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია წარსდგა. „EnoExpo 2022”-ს გამოფენის ფარგლებში გამართულ კონკურსზე, 🍷🇬🇪 ქართულმა ღვინოებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს:
ოქრო - „მარანი საფერავი ბიო 2020“ (თელავის ღვინის მარანი);
ვერცხლი - „რქაწითელი“ (შატო ნაფარეული); „რქაწითელი ქვევრი 2019“ (კომპანია ასკანელი), „საფერავი 2020“ (მარანი ელიზბარი 1918); მარანი ბრუტი 2020 (თელავის ღვინის მარანი).
ბრინჯაო -„მწავენე ქისი 2021“ (მარანი ელიზბარი 1918), „სატრაპეზო ქვევრი 2018“ (თელავის ღვინის მარანი), „მუკუზანი პრემიუმ 2019“ (კომპანია ასკანელი).
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის "People PR" ორგანიზებით, ქართული ვაზის ჯიშის, ქისისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში, ბატონი ზურაბ ბერიძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი, ბატონი თეიმურაზ ფურცელაძე.