საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2022 წლის 22 ივნისს, საქართველოს ელჩი, ბატონი ზურაბ ბერიძე და საქართველოს თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ ვიესლავ კუკუვას მიწვევით იმყოფებოდნენ ქ. ჩეხანოვში დისლოცირებულ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული თავდაცვის ძალების მე-5 ბრიგადაში.

ტერიტორიული თავდაცვის ძალების მე-5 ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მიჩისლავ გურგიელევიჩმა ტერიტორიული თავდაცვის შტაბისა და ბრიგადის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრებს გაუწია მასპინძლობა და გააცნო ბრიგადის სტრუქტურა, ამოცანები და მიზნები. მოწყობილ იქნა ბრიგადაში არსებული შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა და საჩვენებელი სწავლება, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-5 ბრიგადის რეზერვისტები.
დაიგეგმა ტერიტორიული თავდაცვის ძალების მე-5 ბრიგადის მეთაურის და წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, ასევე საქართველოს ეროვნული გვარდიისა და პოლონეთის ტერიტორიული თავდაცვის ძალების მე-5 ბრიგადის თანამშრომლობის გაღრმავება.