საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2022 წლის 8 ივნისს, საქართველოს ელჩმა, ბატონმა ზურაბ ბერიძემ მონაწილეობა მიიღო სატრანსპორტო ფორუმში "X FRACHT 2022", რომელიც გაიმართა საერთაშორისო ასოციაცია Europe-North-East (ENEIA) და პოლონურ-უკრაინული სავაჭრო სამრეწველო პალატის (PUIG) თანაორგანიზებით.

სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ ბერიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, ლიეტუვას, უკრაინისა და ყაზახეთის საელჩოების, ასევე პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მაზოვიის სავოევოდოს წარმომადგენლებმა.