საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2022 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ზურაბ ბერიძემ ქ. ვარშავაში მდებარე საგამოფენო ცენტრში დროებით განთავსებულ სამი ათასამდე უკრაინელ ლტოლვილს 2 ტონამდე ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

2022 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ზურაბ ბერიძემ ქ. ვარშავაში მდებარე საგამოფენო ცენტრში დროებით განთავსებულ სამი ათასამდე უკრაინელ ლტოლვილს 2 ტონამდე ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. უკრანელი ხალხის დასახმარებლად საქართველოს საელჩომ მარტში სპეციალური საქველმოქმედო ანგარიში გახსნა, სადაც შემოწირულობა განახორციელეს საელჩოს თანამშრომლებმა, ასევე ჩვენმა ქართველმა, პოლონელმა და ამერიკელმა მეგობრებმა. შემოწირულობით შეძენილი ჰუმანიტარული დახმარება მოიცავდა ბავშვთა და მოზრდილთა პირველადი მოხმარების ნივთებს, საკვებ პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საბნებს, თეთრეულს, პლედებს, ბალიშებსა და ა.შ.
ჰუმანიტარული ტვირთის ლტოლვილთა ცენტრისთვის გადაცემას ესწრებოდნენ საქართველოს და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, მაზოვიეცკის სავოევოდოს ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელები და პოლონური პრესის წარმომადგენლები.