საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. ვროცლავში, ქართველი ოფიცრის, პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოს “ვირტუტი მილიტარის” კავალერის, მაიორ არტემი არონიშიძის საფლავთან საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აჭარის დელეგაციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის ხელძღვანელობით. აღნიშნულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ბატონი ზურაბ ბერიძე, საელჩოს წარმომადგენლები და ქ. ვროცლავში საქართველოს საპატიო კონსული.

პოლონეთის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო სილეზიის ვიცე-ვოევოდა, იაროსლავ კრესა, სავოევოდოს სეიმიკის თავმჯდომარე, ანდჟეი იაროხი, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი და მაიორ არონიშიძის შვილთაშვილი.
ღონისძიების მონაწილეებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს მაიორ არტემი არონიშიძის და სხვა ქართველი ოფიცრების თავდადებას და ფასდაუდებელ ღვაწლს, რომელიც მათ საქართველოსა და პოლონეთის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეიტანეს.
პოლონეთის ქვემო სილეზიის ტერიტორიული თავდაცვის საპატიო ყარაულმა მაიორ არონიშიძის ხსოვნას სამხედრო პატივი მიაგო. ღონისძიების მონაწილეებმა გვირგვინებით შეამკეს მაიორის საფლავი. ღონისძიების ფარგლებში აჭარის ვოკალური ანსამბლ “ბათუმის” მიერ საქართველოსა და პოლონეთის ჰიმნები შესრულდა