ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა

“საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია ემიგრაციაში არალეგალურად მყოფი სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის წარმატებით უზრუნველსაყოფად, ისეთი სერვისების შექმნა და განვითარება, რომლებიც აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებს დაეხმარება საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრაციის პროცესში მათ წინაშე წარმოშობილი სირთულეების დაძლევაში, რაც დაკავშირებულია როგორც ჯანმრთელობასთან და სამშობლოში იძულებით დაბრუნებისგან გამოწვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, ისე დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებთან თუ შემოსავლის წყაროს არარსებობასთან. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვით), რომლებიც:

·         საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით;

·         სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებული სერვისებია:

·         სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება (მათ შორის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია), რომელიც 1 000 ლარის ფარგლებში ფინანსდება.

სერვისით უზრუნველყოფილია მწვავე, ქრონიკული, სიცოცხლისთვის საშიში დაავადების მქონე პირებისთვის საჭირო დიაგნოსტიკა. საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფინანსება და სათანადო მედიკამენტებით უზრუნველყოფა; სერვისი ასევე მოიცავს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციას.

·         ბენეფიციართა შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის სოციალური პროექტების დაფინანსება 4 000 ლარის ფარგლებში;

·         დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში.

საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი ემიგრანტების დაბრუნებისთანავე, აეროპორტში სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გამოკვეთილი საჭიროებების შემთხვევაში ხდება ბენეფიციარის დროებითი განთავსების უზრუნველყოფა არაუმეტეს 4 ღამით.

·         სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციარებისჩართვის ხელშეწყობა.

2017 წლის სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციებია:

·         ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;

·         ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“;

·         ა(ა)იპ ფონდი „აფხაზინტერკონტი“;

·         ა(ა)იპ „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - ბათუმი“;

·         ა(ა)იპ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“.

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით 

ინფორმაციის მიღება შესაძლებელია:

ტელეფონი(+995) 32 243 11 00; (+995) 32 231 13 37

ელფოსტაreintegration@mra.gov.ge

მისამართითამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო

ვებ-გვერდიwww.mra.gov.ge

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ