ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 31.07.2017

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვია. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და მის მეუღლეს, კარენ პენსს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი მეუღლე, მაკა ცინაძე დახვდნენ.

 
განთავსების თარიღი: 28.07.2017

27 ივლისს პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან.

 
განთავსების თარიღი: 26.07.2017

25 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ბარტოშ ჩიხოცკისთან.

 
განთავსების თარიღი: 18.07.2017

18.07.2017 თბილისი - ​თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ ოფიციალურად გაიხსნა.  

 
განთავსების თარიღი: 14.07.2017

14.07.2017 ბათუმი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან კონრად შიმანსკისთან, რომელიც მონაწილეობას იღებს მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“. 

 
განთავსების თარიღი: 13.07.2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის მოადგილეს, მარია კოჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ იღებს მონაწილეობას. 

 
განთავსების თარიღი: 12.07.2017

ვარშავის აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიური კონფერენციის (WEEC) ფარგლებში, 11 ივლისს, ვარშავის უნივერსიტეტის ძველი ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა „ქართული საღამო“ და ქართული მხატვრული ფილმის "ფიროსმანი" კინოჩვენება. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა პოლონეთში საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა ცენტრის დირექტორმა, იან მალიცკიმ. ფილმის „ფიროსმანი“ შესახებ ისაუბრა ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით ყოლბაიამ. 

 
განთავსების თარიღი: 11.07.2017

11.07.2017 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთის, რუმინეთისა და შვედეთის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩებთან.

 
განთავსების თარიღი: 03.07.2017

2017 წლის 3 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი საზეიმო ცერემონია.საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის და მეცნიერების პოპულარიზაციაში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარების მიზნით, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოავლინა:

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 4 5 6 7 8
9 10 15
16 17 19 20 21 22
23 24 25 27 29
30          

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ