ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 29.06.2017

28 ივნისს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას. ცერემონია, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საელჩოს დიპლომატები ესწრებოდნენ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

 
განთავსების თარიღი: 27.06.2017

26 ივნისს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს იან ჯეჯიჩაკს. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს, ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

 
განთავსების თარიღი: 19.06.2017

19.06.2017 ლუქსემბურგი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ლუქსემბურგში მიმდინარე „აღმოსავლეთ  პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს მეგობართა ჯგუფის ფორმატში. 

 
განთავსების თარიღი: 19.06.2017

19.06.2017 ლუქსემბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალში,  რომელიც ლუქსემბურგში მიმდინარეობს. მინისტერიალზე საუბარი შეეხება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მიმდინარე საკითხებს, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებსა და პერსპექტივებს.

 
განთავსების თარიღი: 07.06.2017

2017 წლის 6 ივნისს, ვარშავაში სადღესასწაულო დარბაზში „ფორტეცა“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა 300-მდე ადამიანი, მათ შორის, პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, კულტურისა და აკადემიური წრეების, კერძო სექტორის, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

 
განთავსების თარიღი: 02.06.2017

1 ივნისს, გაიმართა ელჩის ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა პოლონეთის სეიმის მარშალთან მარეკ კუხჩინსკისთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს. მხარეებმა აღნიშნეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის მნიშვნელობა და გამოთქვეს იმედი ამ ინიციატივის სამომავლოდ გაგრძელების. ასევე, მარშალმა გამოთქვა სურვილი, ვიზიტით ეწვიოს საქართველოს მ/წლის ივლისში ბათუმის კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობის მიღების მიზნით. 

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 3
4 5 6 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 20 21 22 23 24
25 26 28 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ