ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 28.04.2017

1992 წლის 28 აპრილს საქართველომ და პოლონეთმა აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები. დღეს აღინიშნება ამ ღირსშესანიშნავი თარიღის 25-წლისთავი.

 

 
განთავსების თარიღი: 26.04.2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA-ს (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე – „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“. 

 
განთავსების თარიღი: 24.04.2017

2017 წლის 18-22 აპირლს, შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორ ომარ თუშურაშვილთან და სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში,  სამუშაო შეხვედრა პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის  პრეზიდენტ, დოქტორ იაროსლავ ჟარეკთან და ამავე ინსტიტუტის არქივის დირექტორ,  მაჟენა კრუკთან გაიმართა. 

 
განთავსების თარიღი: 20.04.2017

20.04.2017, ვარშავა - საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც პოლონეთში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა პოლონეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ელჟბიეტა რაფალსკასთან გამართა, რომელიც ასევე გახლავთ პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი.

 
განთავსების თარიღი: 20.04.2017

20 აპრილს, ვარშავაში გაიმართა უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა საზღვარგარეთ, რომელზეც წარმოდგენილი იყო მხატვრის 20-ზე მეტი ნამუშევარი. ღონისძიება ჩატარდა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, პოლონეთის უსინათლოთა კავშირის და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „მომავალი იწყება დღეს“ ხელშეწყობით, ასევე თბილისის მერიისა და „თიბისი“ ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით. გამოფენამ დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა და იგი გაშუქდა პოლონური მედია-საშუალებების მიერაც. დამთვალიერებელთა აღფრთოვანება დაიმსახურა უსინათლო მხატვრის მრავალფეროვანმა შემოქმედებამ.

 
განთავსების თარიღი: 13.04.2017

ამის შესახებ საუბარია „ვიშეგრადის ოთხეულის“ განცხადებაში, რომელიც ვარშავაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 12 აპრილს მიიღეს.

 
განთავსების თარიღი: 12.04.2017

12.04.2017 ვარშავა, პოლონეთი - ​ქ. ვარშავაში „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო ევროკავშირსა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის'' ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობა და ამ პროცესში „ვიშეგრადის ოთხეულის'' ჩართულობა.

 
განთავსების თარიღი: 10.04.2017


10.04.2017 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, 2010 წელს სმოლენსკის ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლისა და თვითმფრინავში მყოფი ათობით ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, პრეზიდენტ კაჩინსკის ბიუსტი ყვავილებით შეამკო. დღეს სმოლენსკის ტრაგედიიდან 7 წელი შესრულდა.

 
განთავსების თარიღი: 09.04.2017

9.04.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს.

 
განთავსების თარიღი: 03.04.2017

გთხოვთ იხილოთ  წესები  ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის:

http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx

 
განთავსების თარიღი: 03.04.2017

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით 2017 წლის 31 მარტს ე.წ. შეთანხმების ხელმოწერას. 

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 4 5 6 7 8
11 14 15
16 17 18 19 21 22
23 25 27 29
30            

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ