ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
2017 წლის 5-6 სექტემბერს, პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კრინიცას საქართველოს პრეზიდენტი ეწვია

2017 წლის 5-6 სექტემბერს, პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კრინიცას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეწვია, სადაც 27-ე ეკონომიკური ფორუმის საპრეზიდენტო პანელში - “Unfinished Integration – Aspirations of European Countries” მიიღო მონაწილეობა და პოლონეთისა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის პრეზიდენტებთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა, სადაც ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებისათვის გალა-დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილს ეკონომიკური ფორუმის „სპეციალური ჯილდო“ გადაეცა.საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პოლონეთში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს "ქართულ საღამოზე'' უმასპინძლეს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავი“ კონცერტი. ასევე, პროექტის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში, მოეწყო ქართული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინო, გამაგრილებელი სასმელები, ტკბილეული, ცივი საუზმე და სხვადასხვა სახეობის რძის ნაწარმი დაეგემოვნებინათ. საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ელჩმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს, „ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა ცენტრთან“ თანამშრომლობით ორგანიზებული გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო "ვეფხისტყაოსნის'' განახლებული გამოცემა პოლონურ ენაზე. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინის, ჩურჩხელისა და ჩირის დაგემოვნების საშუალება მიეცა.5-7 სექტემბერს, კრინიცას ეკონომიკური ფორუმის მთავარ კონგრესცენტრში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული ანბანის გამოფენა გაიმართა, ასევე, საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ქართული ღვინის კუთხე მოეწყო, რომლის დათვალიერებისა და დაგემოვნების შესაძლებლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 3500-მდე დელეგატს მიეცა.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ