ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩის ბიოგრაფია

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი დაიბადა 1965 წლის 9 მაისს ქ. თბილისში.

1982-1988 წწ. გახლდათ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილების სტუდენტი. 1989-1993 წწ. ასევე, სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში, ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე. ამავდროულად, 1989-1993 წწ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2006 წელს მას მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი გახლდათ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პრეს-კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი, ასევე, ათონის მთის მეგობართა ასოციაციის წევრი.

1993-1995 წწ. ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი იყო ყოველდღიურ გაზეთ "ივერია ექსპრესის'' მთავარი რედაქტორი; 1995-1998 საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2004-2005 წწ. ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში.

გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში: 1998-2004 წწ. იგი გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში; 2006-2011 წწ. საქართველოს აგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთისა და სლოვენიის რესპუბლიკებში.

1998 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

2011 წლიდან გახლავთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში.

ფლობს ინგლისურ, სლოვაკურ, ჩეხურ, პოლონურ და  რუსულ ენებს

 ჰყავს მეუღლე და  ოთხი შვილი.

 

 

 

 

 

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 12 13
14 15 16
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ