ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მინისტრის მოადგილე-დავით დონდუა

Archeuli_1.jpgდავით დონდუა დაიბადა 1959 წლის 12 ივლისს.

1981 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

1994 წელს იმყოფებოდა დიპლომატიურ სასწავლო კურსებზე ნატოს თავდაცვის კოლეჯში (იტალია) და  უსაფრთხოების სწავლებისა და თავდაცვის ეკონომიკის ჯორჯ მარშალის ცენტრში (გერმანია).

1981-1993 წლებში იყო მეცნიერ თანამშრომელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში.

1988-1993 წლებში პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

1993-1994 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ნატოსა და განიარაღების სამმართველოს პირველ მდივნად.  1994 -1996 წლებში  იყო ამავე დეპარტამენტის ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ კი - სამმართველოს უფროსი.

1996-1998 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორად.

1994-1998 წლებში იყო ნატოსთან თანამშრომლობის სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის აღმასრულებელი მდივანი;

1998-2000 წლებში მუშაობდა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე.

2000 - 2005 წლებში იყო ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი.

2006 წელს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე, შემდეგ კი - საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორად.

 2006-2008 წლებში იყო პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

2006 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მოწვეული ლექტორი.

2008-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად.

2009 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი, ხოლო 2011-2012 წლებში კი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა კავკასიის უნივერსიტეტში.

2012 წლიდან არის მოწვეული ლექტორი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში და აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრში.

2012-2014 წლებში მუშაობდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილედ.

2014 წლის 5-17 ნოემბრამდე იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

2014 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.

2001 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

არის ორი კოლექტიური მონოგრაფიისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

არის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ