ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

გაცნობებთ, რომ  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №1638 ბრძანების შესაბამისად,  2016 წლის 20 დეკემბრიდან 2017 წლის 10 იანვრამდე განხორციელდება აქცია, რომლის  ფარგლებში  საქართველოს მოქალაქეები  ბიომეტრიული პასპორტისა და ელექტრონული პირადობის მოწმობის მისაღებად ისარგებლებენ მნიშვნელოვანი შეღავათებით. 

განთავსების თარიღი: 20.12.2016
 

2016 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. ვარშავის მე-9 საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობაში - „The 9th International Charity Bazaar 2016“, რომელიც პოლონეთში აკრედიტებული ელჩების მეუღლეებისა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ასევე, პოლონეთის პირველი ლედის პატრონაჟით გაიმართა.

განთავსების თარიღი: 30.11.2016
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირთან ასოცირების შესრულების შესახებ ევროკავშირის ანგარიშს, რომელიც ასახავს 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში მიღწეულ პროგრესს.   საგულისხმოა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში პირველად გამოიცა სახელწოდებით ასოცირების განხორციელების/შესრულების ანგარიში (Association Implementation Report), რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების თვისობრივად ახალ, კერძოდ, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ეტაპზე გადასვლის გათვალისწინებით.

განთავსების თარიღი: 30.11.2016
 

გაცნობებთ, რომ საელჩოს ახალ შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით, 23-29 ნოემბრის პერიოდში შეფერხებული იქნება მოქალაქეთა მიღება საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

განთავსების თარიღი: 23.11.2016
 

27 ოქტომბერს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის მიზნით პოლონეთს ვიზიტის ეწვია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. 

განთავსების თარიღი: 28.10.2016
 

25 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა - საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრები გამართა პოლონეთის უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელთან პაველ სოლოხთან, პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანთან კჟიშტოფ შჩერსკისთან, სეიმში საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან მალგოჟატა გოშიევსკასთან და OSW-ს ექსპერტებთან. 

განთავსების თარიღი: 28.10.2016
 

19.10.2016 კრაკოვი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქ. კრაკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პოლონეთის თავდაცვის მინისტრს ანტონი მაჩიერევიჩს.

განთავსების თარიღი: 20.10.2016
 

19.10.2016 კრაკოვი- მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვიდა სამუშაო სესიაზე, რომელიც ნატო-ს ვარშავის სამიტის შემდგომ პოლონეთისა და ევროკავშირის ახალი წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაჩიერევიჩმა. 

განთავსების თარიღი: 20.10.2016
 

2016 წლის 17-19 ოქტომბერს, ვარშავაში გაიმართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის “საქართველოდან პოლონეთსა და ესტონეთში სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის” პილოტური პროექტის სემინარი, რომელიც  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოსა და პოლონეთის ოფისების თანამშრომლობით განხორციელდა. საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია.

განთავსების თარიღი: 20.10.2016
 

გაცნობებთ, რომ შეიქმნა ელექტრონული რეესტრი, რომელიც უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია რომელ საარჩევნო უბანზე შეუძლიათ ხმის მიცემა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. 

განთავსების თარიღი: 28.09.2016
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ