ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

პოლონეთის პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

განთავსების თარიღი: 30.05.2017
 

26 მაისს, ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა პოლონეთის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან. შეხვედრაზე მარშალმა ელჩს და ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ბ-ნმა კარჩევსკიმ ყურადღება გაამახვილა ელჩის წვლილზე საქართველო-პოლონეთის ორმხრივი, განსაკუთრებით საპარლამენტო, ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და იმედი გამოთქვა აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების. 

განთავსების თარიღი: 26.05.2017
 

27 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ (რუსთაველის გამზ. #29) გამართავს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“.

განთავსების თარიღი: 22.05.2017
 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთში ვიზიტი დაასრულა.

ირაკლი კობახიძემ ვარშავაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღო მონაწილეობა.

განთავსების თარიღი: 20.05.2017
 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში იმყოფება, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას. სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა პოლონეთის სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან გამართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სენატის მარშალს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

განთავსების თარიღი: 19.05.2017
 

„ახლა, ისე, როგორც არასდროს, გამოწვევების სირთულემ აჩვენა ერთიანობისა და სოლიდარობის საჭიროება. ჩვენ გვწამს, რომ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, ნატო საუკეთესო პლატფორმაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, ვარშავაში, „კაზიმირ პულასკის ფონდის“ მიერ ორგანიზებული მრგვალ მაგიდაზე - „საქართველო ვარშავის ნატოს სამიტის შემდეგ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

განთავსების თარიღი: 19.05.2017
 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით ვარშავაში იმყოფება, „პოლონურ რადიოს“ და გაზეთ „ჟეჩპოსპილიტას“ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ესაუბრა. 

განთავსების თარიღი: 19.05.2017
 

„ჩვენი მთავარი მიზანია, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ევროკავშირის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან და ამ სამიტმა თანამშრომლობის გაღრმავების შესანიშნავი შესაძლებლობა შექმნა“, - ასე შეაფასა „პოლონურ რადიოსთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 17-20 მაისს ვარშავაში გამართული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი.

განთავსების თარიღი: 19.05.2017
 

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა - ავაშენოთ მყარი საფუძველი საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის, მოვახდინოთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაცია და დავიცვათ საქართველოს ადგილი ევროპული ერების ოჯახში. საქართველოს მოსახლეობამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მკაფიო მანდატი მოგვანიჭა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვარშავაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

განთავსების თარიღი: 18.05.2017
 

ვარშავაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა.

განთავსების თარიღი: 18.05.2017
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ