ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

2017 წლის 6 ივნისს, ვარშავაში სადღესასწაულო დარბაზში „ფორტეცა“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა 300-მდე ადამიანი, მათ შორის, პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, კულტურისა და აკადემიური წრეების, კერძო სექტორის, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

განთავსების თარიღი: 07.06.2017
 

1 ივნისს, გაიმართა ელჩის ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა პოლონეთის სეიმის მარშალთან მარეკ კუხჩინსკისთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს. მხარეებმა აღნიშნეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის მნიშვნელობა და გამოთქვეს იმედი ამ ინიციატივის სამომავლოდ გაგრძელების. ასევე, მარშალმა გამოთქვა სურვილი, ვიზიტით ეწვიოს საქართველოს მ/წლის ივლისში ბათუმის კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობის მიღების მიზნით. 

განთავსების თარიღი: 02.06.2017
 


პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ და პირველმა ლედიმ აგატა კორნჰაუზერ-დუდამ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულეს.

განთავსების თარიღი: 31.05.2017
 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო–პოლონეთის მეგობრული ურთიერთობების ძირითად საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს და აღინიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატო–ში ინტეგრაციას. ყურადღება გამახვილდა ასევე ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობაზე.

განთავსების თარიღი: 31.05.2017
 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან  ანდჟეი დუდასთან ერთად  თბილისში, ვაზისუბანში, ზურაბ პატარიძის ქუჩის მიმდებარედ, პოლონეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელობის გამზირი გახსნა.

გიორგი ალიბეგაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, იოზეფ პილსუდსკის ღვაწლზე ისაუბრა და საქართველოსა და პოლონეთს შორის დიდი ხნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

განთავსების თარიღი: 31.05.2017
 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რეპუბლიკის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა მიიღო, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

განთავსების თარიღი: 30.05.2017
 

მხარეებმა საქართველო-პოლონეთის მეგობრული ურთიერთობების ძირითად საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებულ საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის აუცილებლობაზე.

განთავსების თარიღი: 30.05.2017
 

გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ პირიპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

განთავსების თარიღი: 30.05.2017
 

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პოლონეთს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესების მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ პოლონეთის სახით საქართველოს ჰყავს ძლიერი მხარდამჭერი და ალიანსში აქვს ძლიერი ქვეყნის პრინციპული ხმა.დღესვე საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლისთავს მიეძღვნა.

განთავსების თარიღი: 30.05.2017
 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში პირველი სახელმწიფო ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა სასახლეში მიიღო.პირისპირ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ დუდას პირველი სახელმწიფო ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს და ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ემთხვევა.

განთავსების თარიღი: 30.05.2017
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ