ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში საქართველოს ელჩთან ილია დარჩიაშვილთან ერთად ქალაქ კრინიცაში ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს "ქართულ საღამოზე'' უმასპინძლა, რომელზეც საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყო გამოფენილი.

განთავსების თარიღი: 08.09.2017
 

2017 წლის 5-6 სექტემბერს, პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კრინიცას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეწვია, სადაც 27-ე ეკონომიკური ფორუმის საპრეზიდენტო პანელში - “Unfinished Integration – Aspirations of European Countries” მიიღო მონაწილეობა და პოლონეთისა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის პრეზიდენტებთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

განთავსების თარიღი: 07.09.2017
 

2017 წლის 9 აგვისტოს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილესთან იეჟი კვეჩინსკისთან.

განთავსების თარიღი: 10.08.2017
 

7.08.2017 თბილისი - ​2017 წლის 7 აგვისტოს ცხრა წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციიდან. 

განთავსების თარიღი: 08.08.2017
 

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვია. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და მის მეუღლეს, კარენ პენსს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი მეუღლე, მაკა ცინაძე დახვდნენ.

განთავსების თარიღი: 31.07.2017
 

27 ივლისს პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან.

განთავსების თარიღი: 28.07.2017
 

25 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ბარტოშ ჩიხოცკისთან.

განთავსების თარიღი: 26.07.2017
 

18.07.2017 თბილისი - ​თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ ოფიციალურად გაიხსნა.  

განთავსების თარიღი: 18.07.2017
 

14.07.2017 ბათუმი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან კონრად შიმანსკისთან, რომელიც მონაწილეობას იღებს მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“. 

განთავსების თარიღი: 14.07.2017
 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის მოადგილეს, მარია კოჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ იღებს მონაწილეობას. 

განთავსების თარიღი: 13.07.2017
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ