ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინაში ახალი მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებითსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება უკრაინის ახალი მთავრობის დამტკიცებას. ქვეყანაში მიმდინარე რთული პროცესების ნორმალიზების საქმეში ახალ მთავრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა და პასუხისმებლობა ეკისრება.

განთავსების თარიღი: 28.02.2014
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება უკრაინაში მიმდინარე რთული პროცესების ნორმალიზების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს; გამოთქვამს იმედს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, უკრაინელი ხალხის მტკიცე ნებითა და ურყევი ძალისხმევით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით, დაიძლევა პოლიტიკური კრიზისი; უკრაინელი ხალხის ლეგიტიმური დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების კვალდაკვალ განხორციელდება შესაბამისი ყველა ქმედითი რეფორმა, და უკრაინა ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში.

განთავსების თარიღი: 25.02.2014
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებების განახლების თაობაზე. ბოლო დღეებში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის სოფ. ღოღეთისა და ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გაგრძელდა მავთულხლართების უკანონო მონტაჟის პროცესი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟის პროცესი ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებაზე შეჩერებული იყო.

განთავსების თარიღი: 25.02.2014
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასასტიკად ვგმობთ ძალის გამოყენების ფაქტს და უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ 18 თებერვალს კიევში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, რომელთა შორის, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეცაა. ის პროცესები, რომლებსაც ამჟამად შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ევროპულ ღირებულებებთან.

განთავსების თარიღი: 19.02.2014
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მდ. ფსოუზე სასაზღვრო ზონის შექმნის თაობაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციისა და მის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო, რომელიც გულისხმობს 2014 წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე მდინარე ფსოუზე ე.წ. სასაზღვრო ზონის უკანონო გაფართოებას საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში 11 კილომეტრით.

განთავსების თარიღი: 24.01.2014
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ