ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში განხილული საკითხებისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი მიზანშეწონილად თვლის გააკეთოს განმარტება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ 29-ე რაუნდის ფარგლებში განხილულ იქნა რუსეთის მიერ წარმოდგენილი ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეთა ერთობლივი განცხადების პროექტი ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

განთავსების თარიღი: 10.10.2014
 

2014 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 29-ე რაუნდი. ჩატარდა ორი სამუშაო შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო, მეორე სამუშაო ჯგუფში - ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანა-თავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

განთავსების თარიღი: 10.10.2014
 

საქართველო მიესალმება ნატო-ს უელსის სამიტს და მოკავშირეთა მიერ სამიტისას მიღებულ გადაწყვეტილებებს. სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული მხარისთვის, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მოხდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, კერძოდ კი - დემოკრატიის განვითარების, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და თავდაცვის ინსტიტუტების რეფორმების კუთხით - "მნიშვნელოვანი პროგრესისა" და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატების აღიარება.

განთავსების თარიღი: 09.09.2014
 

2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 431-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო შეთანხმების კონკრეტული მუხლების დროებითი გამოყენება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დროებით ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 80%, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტის ჩათვლით.

განთავსების თარიღი: 05.09.2014
 

1.    ვიზის გამცემი ორგანოები

საქართველოს ვიზა გაიცემა  მხოლოდ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.  განსაკუთრებულ შემთხვევებში  ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზეც. საერთაშორისო სამართლებრივი ან ჰუმანიტარული საფუძვლებიდან ან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, როცა უცხოელი ვერ აკმაყოფილებს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს; საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, ; მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის (5 დღე) შემთხვევაში.

განთავსების თარიღი: 26.08.2014
 

საქართველოში 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული ახალი სავიზო რეგულაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ამოქმედდა ახალი ვებ-გვერდი: www.geoconsul.gov.ge

 

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით, დოკუმენტი მომზადდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ;

მიმაგრებული დოკუმენტები: 100 კითხვა ახალ კანონთან დაკავშირებით

განთავსების თარიღი: 22.08.2014
 

სამშაბათს, საქართველოს მთავრობა მიესალმა გაეროს ადამინის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებულ უახლეს დასკვნას საქართველოს შესახებ, სადაც მიუთითა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და მოუწოდა ამ რეფორმებისა და დაუსჯელობის დასრულებისაკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელებისაკენ.

განთავსების თარიღი: 31.07.2014
 

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ხალხისგან მიიღო მკაფიო დავალება, რომ შეექმნა ისეთი სამართლებრივი სისტემა, როგორსაც ის იმსახურებდა, და ეს, პირველ რიგში, გულისხმობდა სამართლიანი სისტემის შექმნას. ჩვენ ხალხისგან მივიღეთ მანდატი, რომელიც ამ დავალებას ზედმიწევნით შესრულების ვალდებულებას გვაკისრებს.

განთავსების თარიღი: 31.07.2014
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ყირიმში გამართული რეფერენდუმის შესახებსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობს 2014 წლის 16 მარტს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელიც შედგა რუსული შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ზეწოლის ფონზე და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და უკრაინის კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით.

განთავსების თარიღი: 17.03.2014
 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას უკრაინაში, ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა გადაწყვეტილება უკრაინაში, ყირიმში რუსეთის მოქალაქეთა დაცვის საბაბით და მდგომარეობის „სტაბილიზებამდე" დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანის შესახებ, რაც, ფაქტიურად, სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებას ნიშნავს და ამას აკეთებს რუსეთი, რომელიც 1994 წლის 5 დეკემბრის ბუდაპეშტის მემორანდუმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საზღვრების ურღვევობის გარანტორია.

განთავსების თარიღი: 01.03.2014
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ