ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დედაქალაქში მომხდარი სტიქიის გამო, რომელმაც იმსხვერპლა  ადამიანების  სიცოცხლე,  არიან დაშავებულები და კვლავ გრძელდება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა. 2015 წლის ივნისს დატრიალებული სტიქიის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა დედაქალაქს. დაზიანებულია და ფაქტობრივად განადგურებულია მისი ინფრასქტუქრურის ნაწილი - თბილისის ზოოპარკი, ვერეს ხეობაში მდებარე მაგისტრალური გზატკეცილი, ასევე მიმდებარე ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი ტერიტორიები, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

განთავსების თარიღი: 19.06.2015
 

   2015 წლის 14 აპრილს, საქართველოს ერთობლივი ვიზიტით ეწვივნენ პოლონეთის რესპუბლიკის, დანიისა და შვედეთის სამეფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, გჟეგოჟ სხეტინა, მარტინ ლიდეგორდი და მარგოტ ვალსტრომი, რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა უმასპინძლა.  ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტი უნდა განვიხილოთ, როგორც საქართველოსადმი სოლიდარობის გამოხატულება, განსაკუთრებით მაისში დაგეგმილი რიგის სამიტის წინ.

განთავსების თარიღი: 14.04.2015
 

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქართულ-პოლონურ სემინარში    „საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ: რეფორმებისა და უსაფრთხოების  გამოწვევების შეფასება“, რომელიც 2015 წლის 25 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების  კვლევების ცენტრში გაიმართა.

განთავსების თარიღი: 25.03.2015
 

რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებულ ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" კვალდაკვალ, 2015 წლის 18 მარტს, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელი მოეწერა ე.წ. „ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“. რუსეთის ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით დადგენილ  წესრიგს და ძირს უთხრის გაეროს ქარტიითა და ჰელსინკის დასკვნითი აქტით დადგენილ ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება.

განთავსების თარიღი: 18.03.2015
 

2015 წლის 5 მარტს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები. სამხედრო მოსამსახურეები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში.  სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა საზენიტო სარაკეტო კომპლექსები - (ПЗРК) „Игла“, საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსები - „Тунгуска“, საზენიტო საარტილერიო კომპლექსები «Шилка», საზენიტო სარაკეტო სისტემები С-300В, «Стрела-10», «Тор» და «Оса». სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს 2 000-ზე  მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.

განთავსების თარიღი: 06.03.2015
 

 

2015 წლის 5 მარტს პოლონეთის სენატმა (პარლამენტის ზედა პალატა), ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას. კენჭისყრაზე, საქართველოს ევროპასთან ასოცირებას 75-ი სენატორი მიემხრო, წინააღმდეგი არავინ წასულა, თავი არავის შეუკავებია.

 

განთავსების თარიღი: 06.03.2015
 

2015 წლის 10 თებერვლიდან საქართველოში ელექტრონული ვიზის პორტალი ამოქმედდა. მისი მეშვეობით ქვეყანაში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა.

ვიზის მიღების მსურველს პირმა ონლაინ განაცხადი უნდა დაარეგისტრიროს შემდეგ მისამართზე  www.evisa.gov.ge

განაცხადის რეგისტრაციისას მომხმარებელი უნდა გაეცნოს დეტალურ ინფორმაციას ელექტრონული ვიზის მიღების წესებისა და პირობების შესახებ. დამატებითი ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია ხშირად დასმული კითხვების გვერდზე.

განთავსების თარიღი: 11.02.2015
 

2015 წლის 6 თებერვალს, პოლონეთის სეიმმა (პარლამენტის ქვედა პალატა), ერთხმად,  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. კენჭისყრაზე, საქართველოს ევროპასთან ასოცირებას 439-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წანააღმდეგი არავინ წასულა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. 

განთავსების თარიღი: 06.02.2015
 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელების თაობაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას და ადასტურებს მისიასთან და მის ხელმძღვანელთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნას.

განთავსების თარიღი: 17.12.2014
 

2014 წლის 5 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ცხინვალის რეგიონში, სულ ექვს პოლიგონზე დაიწყო სამხედრო საველე წვრთნები.  წვრთნების ფარგლებში, 58-ე არმიის სამხედროები და ოფიცრები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში და ეუფლებიან უახლესი რადიოლოკაციური კომპლექსების გამოყენებას. რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

განთავსების თარიღი: 07.12.2014
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ