ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
"რამდენიმე დღეში მე დავბრუნდები პოლონეთში, ნატო-ს სამიტზე, რომელსაც ვარშავა მასპინძლობს. მჯერა, რომ ეს სამიტი მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესის წინსვლის მიმართულებით. ეს სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრექსიტის შემდგომ, როდესაც საჭიროა მომხდარის გაანალიზება და ფიქრი იმაზე თუ როგორ გავაძლიეროთ უსაფრთხოება რეგიონში. ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და ვიფიქროთ თუ როგორ გავაძლიეროთ ევროპული ერთიანობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ეს უნიკალური პროექტი -“ -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარშავაში, საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონურ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

განთავსების თარიღი: 29.06.2016
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალთან რიშარდ ტერლეცკისთან.

განთავსების თარიღი: 29.06.2016
 
2016 წლის 21 ივნისს პოლონეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის (German Marshall Fund of US) ვარშავის ოფისის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, სახელწოდებით - „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ვარშავაში და მის მიღმა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის სამთავრობო უწყებების, ვარშავაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები.

განთავსების თარიღი: 22.06.2016
 
2016 წლის 1-5 ივლისის, საქართველო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიას მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღონისძიება თბილისში პირველად გაიმართება. საპარლამენტო თანამშრომლობის ფორუმზე ეუთოს 57 წევრი ქვეყნიდან 700-ზე მეტ სტუმარს ელოდებიან.

განთავსების თარიღი: 22.06.2016
 
2016 წლის 30 მაისს, ვარშავაში, სასტუმროში „შერატონი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი, ასევე, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ევროპარლამენტის ყოფილ წევრს, პაველ კოვალს, საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს ღირსების ორდენი გადასცა.

განთავსების თარიღი: 22.06.2016
 
2016 წლის 30 მაისს, ვარშავაში, სასტუმროში „შერატონი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი, ასევე, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, კულტურისა და აკადემიური წრეების, კერძო სექტორის, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

განთავსების თარიღი: 22.06.2016
 
განთავსების თარიღი: 06.06.2016
 
2016 წლის 30 მაისს, ვარშავაში, სასტუმროში „შერატონი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი, ასევე, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, კულტურისა და აკადემიური წრეების, კერძო სექტორის, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

განთავსების თარიღი: 31.05.2016
 
2016 წლის 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე. დებულების თანახმად, შეთანხმება ძალაში შევა მეორე თვის, ანუ ივლისის პირველ რიცხვში. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდება ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო.

განთავსების თარიღი: 24.05.2016
 
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ