ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 17-19 დეკემბერს, პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალთან მარეკ კუხჩინსკისთან და სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან, ასევე ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრთან მატეუშ მორავიეცკისთან გამართა შეხვედრები.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ, მარეკ კუჩინსკიმ და სტანისლავ კარჩევსკიმ საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის სეიმისა და სენატს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდა.

ვიზიტისას, პოლონეთის სეიმში საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ასევე, ირაკლი კობახიძემ ლექცია წაიკითხა ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული სწავლების ცენტრში.

ირაკლი კობახიძემ ვარშავაში, აჯანყების მუზეუმი დაათვალიერა და ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლი გვირგვინით შეამკო. ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გვირგვინით შეამკო წმინდა გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ