ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმსა და სენატს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმსა და სენატს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, სეიმის მარშალმა მარეკ კუჩინსკიმ და სენატის მარშალმა სტანისლავ კარჩევსკიმ მოაწერეს.

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება საერთო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე დიალოგს, ურთიერთმხარდაჭერას, რეგულარულ და აქტიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას, გაცვლით პროგრამებს და საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებულ მოქმედებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ირაკლი კობახიძემ, მარეკ კუჩინსკიმ და სტანისლავ კარჩევსკიმ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ ერთხელ შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების საპარლამენტო განზომილება.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ