ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს დედაქალაქის დღესასწაული - “თბილისური შემოდგომა ვარშავაში”

პოლონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 2017 წლის 30 სექტემბერს, მდინარე ვისლას ბულვარში გაიმართა საქართველოს დედაქალაქის დღესასწაული - “თბილისური შემოდგომა ვარშავაში”. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით პოლონეთში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა მიმართა. თბილისობა დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურულ-კულინარიული ღონისძიებებით. თბილისის მერიის დაფინანსებით, Tbilisi Big Band-ის სოლისტების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, ასევე, პოლონეთში მოღვაწე „პოლონეთის რადიოს თეატრის” ქართველმა ლაურეატმა ოთარ სარალიძემ და პიანისტმა თინათინ სარალიძემ საქართველოს დღე მუსიკალურად გააფორმა. პორტალის „Kaukaz.pl” რედაქტორმა თამარ გელაშვილმა ქართული ნაწარმოებები წაიკითხა. ცნობილმა პოლონელმა მსახიობმა, მწერალმა და ჟურნალისტმა კატარჟინა პაკოშინსკამ, საკუთარი წიგნების მიხედვით, საქართველოს ისტორიაზე, კულტურასა და ტრადიციებზე ისაუბრა. დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საპრომოციო  ვიდეო-რგოლებისა და ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. გაიმართა ქართული ეროვნული სამოსისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი საპრომოციო მასალები წარმოადგინა.

ღონისძიების ფარგლებში, ქართული სამზარეულოსა და პროდუქციის სადეგუსტაციო კუთხეები მოეწყო, სადაც ვარშავის მოსახლეობას საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო. 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ