ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
​მიხეილ ჯანელიძე ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

09.09.2017 ქ. თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პოლონელ ისტორიკოსს, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის დირექტორს იან მალიცკის და ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელს დავით ყოლბაიას შეხვდა.  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვარშავის უნივერიტეტის წარმომადგენლებმა მიხეილ ჯანელიძეს  შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" პოლონური თარგმანის სახელობითი გამოცემა გადასცეს. "ვეფხისტყაოსანი" პოლონურ ენაზე  ვარშავის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოიცა და მისი ოფიციალური წარდგენა დღეს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არის დაგეგმილი. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო და კულტურის მიმართულებით არსებული  მჭიდრო თანამშრომლობა და პოლონეთში ქართული, ხოლო საქართველოში კი პოლონეთის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.  ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაესწრებიან ბაკურციხეში, წმ. გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას და პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფების გახსნას.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ