ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
პოლონეთში საქართველოს ელჩის შეხვედრა პოლონეთის სენატის მარშალთან

27 ივლისს პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ფორმატები. აღინიშნა, ამ მიზნით, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა, როგორც საქართველოში, ისე პოლონეთში. ელჩმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სენატის მარშალს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს ყველა პრიორიტეტული მიმართულებით საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. სტანისლავ კარჩევსკის თქმით, პოლონეთის საქართველოსადმი მხარდაჭერა არის და ყოველთვის იქნება შეუქცევადი და განუხრელი. მხარეებმა საელჩოსა და სენატს შორის აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ