ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩის შეხვედრა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან

25 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ბარტოშ ჩიხოცკისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკა; სამომავლო ორმხრივი ვიზიტები; თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის დარგობრივი მიმართულებებით; საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები; ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას პოლონეთის აქტიური მხარდაჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზაციის პროცესში. პოლონურმა მხარემ გამოხატა სრული მზაობა აქტიურად გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ