ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
11 ივლისს, ვარშავის უნივერსიტეტის ძველი ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა

ვარშავის აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიური კონფერენციის (WEEC) ფარგლებში, 11 ივლისს, ვარშავის უნივერსიტეტის ძველი ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა „ქართული საღამო“ და ქართული მხატვრული ფილმის "ფიროსმანი" კინოჩვენება. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა პოლონეთში საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა ცენტრის დირექტორმა, იან მალიცკიმ. ფილმის „ფიროსმანი“ შესახებ ისაუბრა ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით ყოლბაიამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორები, ვარშავის აღმოსავლეთ ევროპის კონფერენციის (WEEC) ქართველი და უცხოელი მონაწილეები, სტუდენტები და ფართო საზოგადოებრივი წრეები.დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნების საშუალება მიეცა.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ