ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა

11.07.2017 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთის, რუმინეთისა და შვედეთის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები. ელჩები მიესალმნენ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს, რაც მას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერად წარმოაჩენს. ელჩების განცხადებით, ქვეყნის მიერ გატარებულმა კომპლექსურმა რეფორმებმა აღიარება ჰპოვა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების სახით. ორივე მხრიდან ხაზი გაესვა ევროპული ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციური დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისთვის, რასაც ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ა.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე. ხაზი გაესვა, რომ სამიტმა ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირსა და აღმოსვლეთ ევროპულ პარტნიორ ქვეყნებს შორის  შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ კონტექსტში, აღინიშნა საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა - ძირითადი პრიორიტეტები და შედეგები“, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ სამოქმედო გეგმას და ითვალისწინებს კონკრეტულ ინიციატივებსა და მისაღწევ შედეგებს როგორც 2017 წლის სამიტისთვის, ასევე 2020 წლისათვის. ამასთანავე, ხაზი გაესვა სამიტზე მომავალზე ორიენტირებული ხედვის შემუშავების მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების შემდგომ გაღრმავებას. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხს. ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, მათ შორის ბოლო პერიოდში მომხდარ პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს და მისი მხრიდან მეტი ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ინტერესს გააღრმავოს ევროკავშირთან თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საერთო საფრთხეებზე რეგულარული დიალოგის გზით. ხაზი გაესვა საქართველოს მზაობას განაგრძოს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში ჩართულობა და, როგორც სანდო პარტნიორმა, წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ძალისხმევაში საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით.  

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ