ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
2017 წლის 3 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი საზეიმო ცერემონია

2017 წლის 3 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი საზეიმო ცერემონია.საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის და მეცნიერების პოპულარიზაციაში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარების მიზნით, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოავლინა:

მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის:

იოსებ ნანობაშვილიქ. ვენა, ავსტრია 1991 წლიდან მოღვაწეობს ავსტრიაში, სადაც მიენიჭა ქირურგიისკლინიკური პროფესორის წოდება. გახლავთ ვენის სამედიცინოუნივერსიტეტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებისხელმძღვანელი. მჭიდროდ თანამშრომლობს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს საქართველოს სამეცნიერო წრეებს, სტუდენტებს, ქართულდიასპორულ ორგანიზაციებს. მისი დახმარებით ბევრმა ქართველმა ისარგებლა ავსტრიაში სამედიცინო მომსახურებით.

დავით ყოლბაია ვარშავა, პოლონეთიდავით ყოლბაია, ქართველი ისტორიკოსი და ქართველოლოგი დღესვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის კვლევებისკავკასიის მიმართულების ცენტრის ხელმძღვანელი. დაარსა საქართველოსა დაპოლონეთის მეგობრობის საზოგადოება, პოლონურად თარგმნაჰაგიოგრაფიული და ისტორიული ქართული ლიტერატურის რამოდენიმებრწყინვალე ნიმუში. საქართველო–პოლონეთს შორის სამეცნიეროურთიერთობების დამყარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულიამრავალი ჯილდოთი.

სოფია ადამიააშშ.მედიცინის დოქტორი ონკოლოგიაში. მოღვაწეობს ჰარვარდის სამედიცინოუნივერსიტეტის ონკოლოგიურ კვლევით ცენტრში. სამედიცინო გენეტიკისსფეროში მიღწეული წარმატებებისთვის მოპოვებული აქვს მრავალი ჯილდო.შეიმუშავა პროექტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე და ზოგადადრეგიონში ჩერნობილის აფეთქების მძიმე შედეგებს შეისწავლის დამკურნალობის ახალ შესაძლებლობებს შეიმუშავებს. სოფია მენტორობას უწევსქართველ სტუდენტებს, უმცირესობების წარმომადგენლებს და ქალებსმეცნიერებაში წარმატების მიღწევის კუთხით.

მერაბ კოკაიაქ. ლუნდსი, შვედეთილუნდსის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი მედიცინაში. მისი კვლევისსფეროს წარმოადგენს ეპილეფსიის ფუნდამენტალური მექანიზმები დაალტერნატიული და ინოვაციური მკურნალობის მეთოდები. მერაბ კოკაიაასევე ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მენტორობას უწევს ამდარგში მოღვაწე მრავალ ქართველ ახალგაზრდას.

საქართველოს უცხოელი მეგობარი

თეოდორა ავგერი ქ. თესალონიკი, საბერძნეთიბერძენი ERT 3 ის ტელეჟურნალისტი, რომელმაც თავისი ჟურნალისტურიმოღვაწეობა ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაუკავშირა ემიგრაციულპრობლემატიკას. მას შემდეგ ის საბერძნეთის მოსახლეობას ემიგრანტების,რომელთა შორისაც დიდი რაოდენობით ქართველები არიან პრობლემატიკასდა მათ კულტურას აცნობს. ის ქართული კულტურის უდიდესი ქომაგია დამისი გადაცემებში აშკარად იკითხება მისი სიყვარული და განსაკუთრებულისიმპატია ქართველი ერის და კულტურის მიმართ. ის ხშირად ეხმარებარესპოდენტებს საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში, რის გამოც მასქართველი ემიგრანტები უდიდეს მეგობრად და გულშემატკივრად მიიჩნევენ.

ლეოპოლდ ბაუსბეკიქ. ვენა, ავსტრიაABV ჯგუფის და მარკო პოლოს მფლობელი საქართველოს 1983 წელს ეწვია დამას შემდეგ დიდი წვლილი შეიტანა ქართული ტურიზმის, კულტურისა დახალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში. მან ააშენა სასტუმროებიმარკო პოლო გუდაურში და „მეტეხი პალასი“ თბილისში. მისი ფინანსურიმხარდაჭერით გაიხსნა პირველად საქართველოს საელჩო ავსტრიაში.ლეოპოლდ ბაუსბეკის ხელშეწყობით ავსტრიაში გაიმართა ბევრი ქართველიხელოვანის გამოფენა, კონცერტი და სხვა კულტურული ღონისძიება. მისიდაფინანსებით მრავალ ქართველ სტუდენტს მიეცა საშუალება ავსტრიაშიდაუფლებოდა განათლებას.

თომას ჰოიზერმანიციურიხი, შვეიცარიაპედაგოგი და მუსიკოსი, საქართველოს შვეიცარიელ მეგობართა გაერთიანებისპრეზიდენტი, შვეიცარიაში ქართული კულტურის, მუსიკის და ლიტერატურისდიდი ქომაგი. მისი დახმარებით გამოიცა ქართულ გერმანული ლექსიკონი,მოპოვებული იქნა მიხაკო წერეთლის რუსთაველის თარგმანი, შვეიცარულპრესაში დაიბეჭდა უამრავი სტატია ქართული კულტურის შესახებ და სხვა.მისი ორგანიზებით 35 ქართველ ბავშვი გაემგზავრა შვეიცარიაში 3 თვიანიმივლინებით. მრავალმხრივი საქმიანობისთვის და ქართული კულტურისპოპულარიზაციისთვის თომას ჰოიზერმანს დაჯილდოვდა საქართველოს მოქალაქეობით და ღირსების ორდენით.

საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის

ზვიად ჯაფარიძექ. სტრასბურგი, საფრანგეთისაფრანგეთში ჰუმანიტარული ასოციაციის " იმედი 2008" (Association "ESPOIR 2008")-ის დამფუძნებელი და კომერციულ დირექტორი,წარმატებული ახლაგაზრდა და ქველმოქმედი ზვიად ჯაფარიძე მოღვაწეობს სტრასბურგში, საფრანგეთში. საკუთარი ხარჯებით მან 13 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანს შეუძინა და გადასცა სპეციალური სავარძელი და შეუქმნა შესაძლებლობა გადაადგილდნენ დამოუკიდებლად.

ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის

ზაზა ფაჩულიაქ. ატლანტა, აშშ.ქართველი კალათბურთელი და საქართველოს ნაკრების კაპიტანი 2003 წლიდან ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მოთამაშეა და„ორლანდო მეჯიკის“, „მილუოკი ბაქსის“, „ატლანტა ჰოუკსის“, „დალას მავერიქსის“ ღირსებას იცავდა. 2016 წლის 5 ივნისს ზაზა „გოლდენ სტეიტს“ შეურთდა. ფაჩულია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელიც 2017 წელს, 12 ივნისს მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის NBA-ს ჩემპიონი გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით. ეს გამარჯვება ზაზამ ქართული დროშის თანხლებით იზეიმა.

ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის

ლიკა შხვაცაბიაქ. მადრიდი, ესპანეთიდაიბადა მოქანდაკის ოჯახში და ბავშვობიდან იზრდებოდა ხელოვნების და მხატვრობის ატმოსფეროში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე გაემგზავრა სიენაში, (იტალია) საერთაშორისო უნივერსიტეტში, შემდეგ კი ნიუ-იორკში. ამჟამად ცხოვრობს მადრიდში და იღებს აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში, როგორც სამშობლოში, ასევე უცხოეთში. მისი ოპტიმისტურ ხედვაზე დაფუძნებული ნამუშევრები წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვან საგამოფენო დარბაზებში. 2016 წელს მისმა ფერწერულმა ტილომ გაიმარჯვა თბილისის საკრებულოს მიერ ჩატარებულ კონკურსში „თბილისი 2016“.

მაკა ლომსაძეკიევი, უკრაინაგახლავთ კიევის საგანმანათლებლო ცენტრის „იბერიელ“-ის ხელმძღვანელი. მისი დაუღალავი შრომის ფასად ქართული ცეკვის ანსამბლ „იბერიელ“-ს არაერთხელ დაუკავებია საპრიზო ადგილები სხვადასხვა კონკურსებზე და ფესტივალებზე. ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში გაწეული ღვაწლისთვის არაერთხელ არის დაჯილდოებული საქართველოს საელჩოსა და უკრაინის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ, მათ შორის მიენიჭა უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ქეთი მელუაქ. ლონდონი, დიდი ბრიტანეთიდიდ ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალია. ის 14 წლის ასაკიდან ბრიტანეთში ცხოვრობს. გამოშვებისთანავე ქართველი მუსიკოსის პირველი სტუდიური ალბომის ორ მილიონამდე ეგზემპლარი გაიყიდა. ქეთი მელუა მრავალი პრესტიჟული პრიზის მფლობელია და არაერთხელ ყოფილა წარდგენილი მნიშვნელოვანი მუსიკალური დაჯილდოებების ნომინაციებში. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს ქეთი მელუა "გინესის რეკორდების წიგნში" შევიდა. ის პირველი მუსიკოსი იყო, რომელმაც წყალქვეშ, 303 მეტრის სიღრმეზე კონცერტი გამართა. 2016 წელს ქეთი მელუამ ითანამშრომლა გორის ქალთა კამერულ გუნდთან, რომელთან ერთადაც მთელი წლის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში კონცერტები გამართა. ქართველი მუსიკოსი საზღვარგარეთ აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ქართულ კულტურასა და ფოლკლორს და ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას.

სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის

მიხეილ სარჯველაძემიხეილ სარჯველაძე კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი, კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2015 წელს იყო საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში და ამ პერიოდში განახორციელა 60-მდე აქტივობა საქართველოს პოპულარიზაციის, გერმანიაში ქართველი ახალგაზრდების კონსოლიდაციის მიზნით. საფუძველი ჩაუყარა პირველ ქართულ სტუდენტურ გაერთიანებას საზღვარგარეთ. არის აქტიური მონაწილე და ორგანიზატორი გერმანიაში საქართველოს საკითხზე საჯარო ლექციების, დისკუსიების, ქართული კულტურის საღამოების და ა.შ. გახლავთ DAAD-ის ბლოგერი, და სისტემატურად აქვეყნებს სტატიებს საქართველოზე Huffington Post-ის გერმანულ გამოცემაში.

მოოქროვილი ფირფიტა - ჯილდო, რომელიც გამარჯვებულებს შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელებმა გადასცეს, წარმოადგენს ადრინდელი ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭდლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშის და ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის ასლს.დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი ოფიციალური ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და მიგრაციის საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით გაიმართა.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ