ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს

26 ივნისს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს იან ჯეჯიჩაკს. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს, ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

საქართველოს ელჩმა პოლონურ მხარეს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ელჩს წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ