ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მიხეილ ჯანელიძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ფორმატში შეხვედრა გამართა

19.06.2017 ლუქსემბურგი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ლუქსემბურგში მიმდინარე „აღმოსავლეთ  პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს მეგობართა ჯგუფის ფორმატში.

შეხვედრა ორგანიზებული იყო სლოვაკეთისა და ლატვიის მიერ, მას ევროკავშირის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის მხრიდან კი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებოდნენ.„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ დღევანდელ შეხვედრას, რომელიც გავძლევს საშუალებას გავცვალოთ მოსაზრებები და ხედვები. საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის მოწინავე ქვეყანაა და მისი საკითხი ასევე დგას მინისტერიალის დღის წესრიგში. ამ შეხვედრაზე მოგვეცემა საშუალება ვიმსჯელოთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, რეფორმების დღის წესრიგზე  და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ისევე როგორც ევროკავშირის სამიტის მოლოდინებზე“ - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა შეხვედრის კომენტირებისას.ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ედგარს რინკევიჩსის თქმით, ლატვიისთვის პატივია უმასპინძლოს საქართველოს მეგობართა ჯგუფის შეხვედრას, სადაც მსჯელობა წარიმართება სამომავლო გეგმებზე - „აღნიშნული შეხვედრები რეგულარული ხასიათისაა და კარგ შესაძლებლობას იძლევა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოვისმინოთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და ვიმსჯელოთ იმ რეალისტურ და ამბიციურ გეგმებზე მომავალი სამიტისთვის, ისევე როგორც იმ სამომავლო დახმარებაზე, რაც ევროკაშირს შეუძლია გაუწიოს საქართველოს რეფორმების იმპლემენტაციის და ევროპული ინტეგრაციის პროცესში“ - განაცხადა მან.შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე და სამომავლო დღის წესრიგზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ხელისუფლების რეფორმების გეგმებზე. ევროპელი კოლეგების მხრიდან აღინიშნა საქართველოს მნიშნელოვანი პროგრესი და ევროპული ინტეგრაციის გზაზე გატარებული წარმატებული რეფორმები, მათ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის შემდგომ მიზნებში, ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, გამოითქვა მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში.„აღმოსავლეთ მინისტერიალის“ ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა მინისტერიალის სესიაზე, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის სახელით გამართულ ვახშამში და  ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან. 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ