ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

2017 წლის 6 ივნისს, ვარშავაში სადღესასწაულო დარბაზში „ფორტეცა“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა 300-მდე ადამიანი, მათ შორის, პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, კულტურისა და აკადემიური წრეების, კერძო სექტორის, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიება, პოლონეთში საქართველოს ელჩთან ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით გახსნეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა იან ჯეჯიჩაკმა და ბარტოშ ჩიხოცკიმ, რომლებმაც, მინისტრ ვაშჩიკოვსკის სახელით, ელჩს საქართველო-პოლონეთის ორმხრივ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპატიო ორდენი ბენე მერიტო (Bene Merito) გადასცეს.

სპეციალურად ამ დღისთვის კონცერტი გამართეს - ქართულმა კვინტეტმა „ურმული“ და პოლონურმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ტრებუნიე-ტუტკი“ პოლონეთ-ქართული ერთობლივი პროექტის “Spirit of the Mountain” ფარგლებში. ასევე, ვარშავაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა თინი სარალიძემ ფორტეპიანოზე შეასრულა სხვადასხვა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებები.

მიღების პარალელურად, დარბაზში გამოფენილ იქნა საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობების მნივშნელოვანი მოვლენების ამსახველი ფოტო მასალა.

მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული რესტორნის „რუსიკო“ მიერ წარმოდგენილი ქართული კერძების, კომპანია „მარანის“ ღვინის და ბრენდის ნაირსახეობები.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ