ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა პოლონეთის სეიმის მარშალთან

1 ივნისს, გაიმართა ელჩის ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა პოლონეთის სეიმის მარშალთან მარეკ კუხჩინსკისთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს. მხარეებმა აღნიშნეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის მნიშვნელობა და გამოთქვეს იმედი ამ ინიციატივის სამომავლოდ გაგრძელების. ასევე, მარშალმა გამოთქვა სურვილი, ვიზიტით ეწვიოს საქართველოს მ/წლის ივლისში ბათუმის კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობის მიღების მიზნით.

მარშალმა ელჩს მადლობა გადაუხადა პოლონეთში ექვსწლიანი მოღვაწეობისთვის და საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით შეტანილი წვლილისთვის. ბ-ნმა კუხჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და ელჩს წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა მადლობა გადაუხადა პირადად მარშალს, ასევე, პოლონეთის პარლამენტს აქტიური მხარდაჭერისთვის. 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ