ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო–პოლონეთის მეგობრული ურთიერთობების ძირითად საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს და აღინიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატო–ში ინტეგრაციას. ყურადღება გამახვილდა ასევე ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობაზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარას პოლონეთის რესპუბლიკის რამდენიმე რეგიონთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. „ორმხრივი ურთიერთობები რეგიონებს შორის უკვე დაწყებულია როგორც საგანმანათლებლო და კულტურული, ისე ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით. დაიწყო თანამშრომლობა ასევე ქვემო სილეზიის პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის. პოლონეთთან რეგიონული თანამშრომლობის კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ აჭარა ერთ-ერთი სამაგალითო და წარმატებულია”.

რეგიონულ დონეზე მსგავს თანამშრომლობას მიესალმა პოლონეთის პრეზიდენტიც. როგორც ანდჟეი დუდამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია პოლონეთის რესპუბლიკაში, რადგან დიდია დაინტერესებული პოტენციური ტურისტების რაოდენობა. ანდჟეი დუდამ ყურადღება გაამახვილა ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დანიშვნის ხელშეწყობაზე, რაც კიდევ უფრო გაუადვილებს პოლონელ ტურისტებს აჭარაში დასვენების შესაძლებლობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივ არქეოლოგიურ ექსპედიციებს, რომლებსაც პოლონური და ქართული მხარე აჭარაში უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს. ზურაბ პატარაძემ იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, ისე რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურებას.

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას პოლონეთის ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად აჭარის მთავრობის წევრები, პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი ესწრებოდნენ.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ