ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა პოლონეთის სენატის მარშალთან

26 მაისს, ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა პოლონეთის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან. შეხვედრაზე მარშალმა ელჩს და ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ბ-ნმა კარჩევსკიმ ყურადღება გაამახვილა ელჩის წვლილზე საქართველო-პოლონეთის ორმხრივი, განსაკუთრებით საპარლამენტო, ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და იმედი გამოთქვა აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების.  ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა მადლობა გადაუხადა პირადად მარშალს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის. სტანისლავ კარჩევსკიმ, თავის მხრივ, ელჩს მადლობა გადაუხადა პოლონეთში ექვსწლიანი მოღვაწეობისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ