ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირაკლი კობახიძე „პოლონურ რადიოს“ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა

„ჩვენი მთავარი მიზანია, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ევროკავშირის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან და ამ სამიტმა თანამშრომლობის გაღრმავების შესანიშნავი შესაძლებლობა შექმნა“, - ასე შეაფასა „პოლონურ რადიოსთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 17-20 მაისს ვარშავაში გამართული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი.

ჟურნალისტ რობერტო გალეას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოსა და პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობებისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ესაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, რომელიც აისახა გასული წლის დეკემბერში, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან მცირე პერიოდში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში „საგარეო პოლიტიკის შესახებ“. რეზოლუციაში გაცხადებულია, რომ ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. შესაბამისად, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის მტკიცე ნებაა და ეს საპარლამენტო არჩევნებმაც დაადასტურა.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ