ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირაკლი კობახიძე პოლონეთის სეიმის მარშალს შეხვდა

მარეკ კუჩინსკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მხარეები მოხარულნი არიან, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა მჭიდრო თანამშრომლობით აღინიშნება.

ირაკლი კობახიძემ პოლონეთის სეიმის მარშალს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მარეკ კუხჩინსკიმ განაცხადა, პოლონეთი ასევე აქტიურად აგრძელებს საქართველოს საგარეო პრიორიტეტების მხარდაჭერას, მათ შორის, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პარლამენტი და პოლონეთის სეიმი, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ფორმატში, აქტიურად ითანამშრომლებენ. როგორც აღინიშნა, მარეკ კუხჩინსკი საქართველოს ივლისში ეწვევა, რაც, მათივე თქმით, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

„შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის, მათ შორის, პარლამენტებს შორის თანამშრომლობისა და ზოგადად, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები. მათ შორის, საუბარი გვქონდა კონკრეტულ დეტალებზე. იყო ძალიან საინტერესო, თბილი და მნიშვნელოვანი შეხვედრა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის დედაქალაქში 17-20 მაისს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ