ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში

2017 წლის 8-10 მაისს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ფიზკულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის თავჯდომარის, დეპუტატ ირენეუშ რაშის მოწვევით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის ხელმძღვანელობით,  ვარშავას ეწვია. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პარლამენტის წევრები: ირაკლი აბუსერიძე, ზაზა კედელაშვილი, გიორგი მოსიძე და კომიტეტის აპარატიდან დავით ობოლაძე. შეხვედრებს ესწრებოდნენ ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და საელჩოს მრჩეველი ნატალია თოფჩიშვილი.

8-9 მაისს, დელეგაციის წევრები პოლონეთის სეიმის ფიზკულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის წევრებთან ერთად ეწვივნენ სპალას ოლიმპიური მომზადების ცენტრს და შეხვედრა გამართეს ოლიმპიური მომზადების ცენტრის დირექტორთან. შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა სპალას ოლიმპიური მომზადების ცენტრის ისტორიული განვითარების ეტაპები, ევროკავშირთან გაწევრიანების შემდეგ განხორციელებული რეფორმები, ცენტრალური ბაზის როლი და მნიშვნელობა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ გაუზიარა პოლონელ კოლეგებს ინფორმაცია, საქართველოში სპორტის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების კუთხით გატარებული და გასატარებელი რეფორმების, განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებების, ჩატარებული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. 

ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა პოლონეთის ოლიმპიურ კომიტეტში და ვარშავის სპორტის ინსტიტუტში, სადაც განიხილეს სპორტული შეჯიბრებებისა და დიდი სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისა და დაფინანსების, დოპინგის გამოყენების აღმოფხვრის სამართლებრივი ასპექტებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულები. დელეგაციამ, ვარშავაში მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ჭიდაობის ფედერაციასა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაში. ასევე, დაათვალიერა ვარშავის ეროვნული სტადიონი და გაეცნო ეროვნული სტადიონის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ სტადიონის ფუნქციონირების შესახებ საპრეზენტაციო ინფორმაციას. შეხვედრა შედგა აგრეთვე, პოლონეთის ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, რომელმაც დელეგაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია  სპორტული ტურიზმის განვითარების შესახებ და მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების როლზე პოლონეთში ტურიზმის განვითარებაში.

10 მაისს, გაიმართა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის შეხვედრა სეიმის ვიცე-მარშალთან რიშარდ ტერლეცკისთან, ასევე, პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფთან. დელეგაცია დაესწრო ფიზკულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის სხდომას, რომელსაც ესწრებოდნენ პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრის მოადგილე, სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ასევე, სხვა სტრუქტურების წარმომადგენლები და სადაც განიხილეს პოლონეთში მასშტაბური სპორტული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზებასა და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული საკითხები .

ბოლოს საქართველოს დელეგაცია შეხვდა პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეს დავიდ ლასკის, სადაც მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია სპორტისა და ტურიზმის სფეროებში არსებულ ვითარებაზე და დასახეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, მათ შორის ერთობლივ პროექტებში მონაწილოების მიღება. 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ