ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
28 აპრილს საქართველო და პოლონეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ

1992 წლის 28 აპრილს საქართველომ და პოლონეთმა აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები. დღეს აღინიშნება ამ ღირსშესანიშნავი თარიღის 25-ე წლისთავი.

ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დამყარდა თითქმის 100 წლის წინ. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს, რაც პოლონეთის რესპუბლიკამ  1919 წლის 29 იანვარს აღიარა, საქართველოს ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ დე-იურედ აღიარებამდე 2 წლით ადრე.

„მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ პოლონეთის მთავრობა მზად არის დე-ფაქტო, აღიაროს საქართველოს ხელისუფლება, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია,  მანამდე, ვიდრე სამშვიდობო კონფერენცია აღიარებს საქართველოს სტატუსს, მისი ხალხის ნების შესაბამისად“ - წერდა იმ დროისთვის საგარეო საქმეთა მინისტრი სტანისლავ პატეკი, სპეციალურ დეპეშაში, რომლის ადრესატი იყო მისი ქართველი კოლეგა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი. – „პოლონეთის მთავრობა გამოთქვამს მტკიცე იმედს, რომ ორი სახელმწიფოს ერების საერთო ინტერესები, ისევე როგორც ურთიერთ კეთილგანწყობა, ხელს შეუწყობს უახლოეს მომავალში საქართველოსა და პოლონეთს შორის მეგობრული თანამშრომლობისა და კავშირების ჩამოყალიბებას. ამ მიზნით, პოლონეთის მთავრობა მოხარული იქნება მიიღოს ვარშავაში საქართველოს წარმომადგენელი. პოლონეთის მთავრობის სიმპათიის დოკუმენტური დადასტურებისთვის, პოლონეთის მთავრობა მიავლენს სპეციალურ მისიას თბილისში ბ-ნი ტიტუს ფილიპოვიჩის ხელმძღვანელობით, პირდაპირი მეგობრული ურთიერთობების დამყარების მიზნით, რომელიც უახლოეს მომავალში ეწვევა თბილისს.

დეპეშა თბილისში 1920 წლის 24 მარტს მიიღეს, ხოლო უკვე 30 მარტს, საქართველოს დედაქალაქს, სამხრეთ კავკასიაში პოლონეთის რესპუბლიკის სპეციალური მისია, სრულუფლებიანი მინისტრის, ტიტუს ფილიპოვიჩის ხელმძღვანელობით ეწვია, რომელმაც, ჩამოსვლიდან მეორე დღეს, დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელს გადასცა რწმუნებათა სიგელები.

1919 წლიდან ვარშავაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი იყო გიორგი სიდამონ-ერისთავი. პოლონურ-ბოლშევიკური ომის პერიოდში, საქართველოს საელჩო და დიპლომატიური პერსონალი პოზნანში იქნა ევაკუირებული.

პოლონეთის დიპლომატიური მისიის საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში ბოლშევიკურმა გადატრიალებამ შეწყვიტა. მისიის პერსონალის ნაწილი, თვით ტიტუს ფილიპოვიჩთან ერთად იქნა დაპატიმრებული და გადასახლებული. 1921 წლის გაზაფხულზე, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამ და საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში წასვლამ, შეუძლებელი გახადა თბილისში დიპლომატიური მისიის გაგზავნა და საქართველოს დედაქალაქში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა.

პოლონეთის მთავრობამ არ აღიარა საქართველოს საბჭოთა ანექსია და ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკასთან ძალისმიერი მიერთება. პოლონეთის რესპუბლიკის მმართველობა კონტაქტს ინარჩუნებდა პარიზში ემიგრირებულ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ხოლო მარშალ იუზეფ პილსუცკიმ, ქართული არმიის ოფიცრებს და იუნკერებს გაუხსნა საზღვრები, რომლებიც, როგორც პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრები, მონაწილეობას იღებდნენ „სექტემბრის კამპანიაში“ (1939 წლის თავდაცვითი ომი) და იბრძოდნენ ვარშავის აჯანყების დროს სამამულო არმიის რიგებში.

1991 წელს, 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაცია დამთავრდა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახლა გამოცხადებით. მას შემდეგ, მალევე, პოლონეთმა ხელმეორედ, მე-20 საუკუნეში აღიარა საქართველოს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. 1992 წლის 24 მარტს, პოლონეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო აღნიშნულთან დაკავშირებით რეზოლუცია.

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ოფიციალურად, 1992 წლის 28 აპრილს მოხდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ უკლებას ქ. ვარშავაში ვიზიტის დროს, როდესაც ხელი მოეწერა  პოლონეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოქმს.

1995 წლის 20 ნოემბერს, დაარსდა პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო ქ. თბილისში, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 1997 წლის შემოდგომაზე. 2001 წლიდან პოლონეთში აკრედიტებული იყო საქართველოს საელჩო ბერლინში. 2003 -2004 წწ. ქართული დიპლომატიური მისია ფუნქციონირებდა უკვე პოლონეთის დედაქალაქში. საქართველოს საელჩო ვარშავაში ხელახლა გაიხსნა 2005 წელს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის წერილი (ქართულად)

საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის წერილი (პოლონურად)

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის წერილი (პოლონურად)

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის წერილი (ქართულად)

საურათის აღწერა მარცხნიდან მარჯვნივ:

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი;
პოლონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი მინისტრი ტიტუს ფილიპოვიჩის (Tytus Filipowicz);
პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სტანისლავ პატეკი (Stanisław Patek);


 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 12 13
14 15 16
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ