ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
20 აპრილს, ვარშავაში გაიმართა უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა საზღვარგარეთ

20 აპრილს, ვარშავაში გაიმართა უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა საზღვარგარეთ, რომელზეც წარმოდგენილი იყო მხატვრის 20-ზე მეტი ნამუშევარი. ღონისძიება ჩატარდა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, პოლონეთის უსინათლოთა კავშირის და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „მომავალი იწყება დღეს“ ხელშეწყობით, ასევე თბილისის მერიისა და „თიბისი“ ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით. გამოფენამ დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა და იგი გაშუქდა პოლონური მედია-საშუალებების მიერაც. დამთვალიერებელთა აღფრთოვანება დაიმსახურა უსინათლო მხატვრის მრავალფეროვანმა შემოქმედებამ.ეს გამოფენა, ისევე როგორც მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვა კულტურული ღონისძიებებიც, მიეძღვნა საქართველო-პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საელჩოს დესპანმა ია ლომიძემ. ღონისძიების ბოლოს სტუმრებს ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდა ვარშავაში არსებული ქართული რესტორანი „თბილისი“.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ