ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
​საქართველოს გამოცდილების გათვალისწინება მრავალი დემოკრატიული ქვეყნისთვის იქნებოდა სასურველი - ელჟბიეტა რაფალსკა

20.04.2017, ვარშავა - საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც პოლონეთში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა პოლონეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ელჟბიეტა რაფალსკასთან გამართა, რომელიც ასევე გახლავთ პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი.

შეხვედრისას განხილული იქნა საქართველო პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობები და  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

სხვა საკითხებთან ერთად მინისტრი საქართველოში განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის შედეგებით დაინტერესდა.  ელჟბიეტა რაფალსკიმ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამჭვირვალობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ  საქართველოს საარჩევნო პროცესის გარკვეული ელემენტების გათვალისწინება მრავალი დემოკრატიული ქვეყნისთვის იქნებოდა სასურველი.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევ ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის უკვე მიმდინარე ერთობლივ პროექტებზე. საუბარი შეეხოსაქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.  აღინიშნა ის პრობლემები, რომლებთან გამკლავება ამ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ. აღნიშნულ კონტექსტში, მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთის ერთობლივ პროექტზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც ელჩისა და მინისტრის შეფასებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ახალი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარება.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ