ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შსს-ს აკადემიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვია

2017 წლის 18-22 აპირლს, შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორ ომარ თუშურაშვილთან და სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში,  სამუშაო შეხვედრა პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის  პრეზიდენტ, დოქტორ იაროსლავ ჟარეკთან და ამავე ინსტიტუტის არქივის დირექტორ,  მაჟენა კრუკთან გაიმართა.

შეხვედრაზე, მხარეებმა განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს. ასევე, განსაზღვრეს თანამედროვე საარქივო, ისტორიული კვლევების ჩატარების ზუსტი ვადები და მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შსს-ს არქივისა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მიერ განხორციელებული ერთობლივი კვლევის შედეგად მომზადებული მონოგრაფიის - "პოლონელთა რეპრესიები საქართველოში დიდი ტერორის დროს (1937-1938 წწ.)“ პრეზენტაცია, 19 აპრილს, ქალაქ ვარშავაში, ხოლო 21 აპრილს ქალაქ გდანსკში გაიმართა. მონოგრაფია მოგვითხრობს საბჭოთა კავშირში არსებულ იმ ისტორიულ-პოლიტიკურ ვითარებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრებ პოლონეთის მოქალაქეებზე განხორციელდა დიდი ტერორი. ასევე გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ მომზადებული ფილმის, “პოლონური ოპერაციის” პრეზენტაცია.

პრეზენტაციას პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილე იან ლახი, ქალაქ ლეგინოვოში მდებარე პოლონეთის ეროვნული პოლიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლები, საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, შსს-ს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია და სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული მონოგრაფია არის იმ მრავალტომეული სერიის პირველი ნაწილი, რომლის გამოცემაც მომდევნო წლებში შსს-ს არქივისა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევის ფარგლებში განხორციელდება.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 12 13
14 15 16
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ