ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის პრესკონფერენცია ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით

27.03.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. მინისტრმა საზოგადოებას ისტორიული შედეგი მიულოცა და კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს დაიცვან უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული წესები და პროცედურები. „ძვირფასო თანამემამულეებო, მსურს მოგილოცოთ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება. ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც დაკავშირებული იყო დიდ რეფორმებთან და პოლიტიკურ მხარდაჭერასთან, დასრულდა. ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები დამსახურებულად ისარგებლებენ ისტორიული შედეგით, რასაც ჰქვია ევროპის მასშტაბით თავისუფალი გადაადგილება. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ხალხის და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.მისი განცხადებით წლების განმალობაში განხორციელებულმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა რეფორმებმა საქართველო გახადა ევროკავშირის სანდო პარტნიორი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს გააცნობიერონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათი უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს.როგორც მინისტრმა აღნიშნა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, მოქმედებს სამინისტროს ცხელი ხაზი 2945050, რათა მოქალაქეებს მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი სრულად მიიღონ ის სარგებელი, რაც ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლას უკავშირდება.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ