ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აფხაზეთთან საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვას, აფხაზეთის ტერიტორიაზე “საპარლამენტო არჩევნების“ ჩატარებას, ასევე, წინასწარ განცხადებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ და „რეფერენდუმს“ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში.

სეპარატისტული სოხუმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და თბილისის კანონიერი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის სადემარკაციო ხაზზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვა (ნაბაკევი-ხურჩა და ორსანტია-ოტობაია); 2017 წლის 12 მარტს აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ჩატარება და ასევე, 2017 წლის 9 აპრილს ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ე.წ. „რეფერენდუმის“ გამოცხადება, საერთაშორისო სამართლის თანახმად, პროვოკაციული და არაკანონიერი ქმედებებია, რომლებიც ხორციელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის არაღიარებული, სეპარატისტული მთავრობების მიერ, თბილისში ხელისუფლების ოფიციალური პოზიციის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც 8 წელზე მეტია ოკუპირებულია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის პოზიციის უცვლელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასთან დაკავშირებით, რომელიც დარღვეულ იქნა 2008 წლის აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად; ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ლეგალური იურისდიქციის აღდგენის აუცილებლობის შესახებ; და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლებებისა და მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის არაღიარების შესახებ.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლებების ქმედებები არ უწყობენ ხელს რეგიონში უსაფრთხოების რთული ვითარების დარეგულირებას, დამატებით ართულებენ ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობას და აფერხებენ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის რეინტეგრაციისთვის საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას. ამასთან, პოლონური მხარე მტკიცედ ეწინააღმდეგება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ატარებს სუვერენული საქართვლოს კუთვნილი ტერიტორიის უკანონო ანექსიისათვის მზადების ნიშნებს, რამაც შეიძლება სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს.

პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს მოუწოდებს დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებისაკენ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის პრობლემის პოლიტიკური გადაჭრის მიღწევის მიზნით, რეგიონების, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად რჩება.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ