ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში

პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მარეკ ჟუვკოვსკის შეხვდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე და მეგობრულ ურთიერთობებს. საგანგებოდ აღინიშნა საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილე და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის მაისის ბოლოს დაგეგმილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჟეი დუდას ვიზიტი საქართველოში. პოლონურმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. მარეკ ზიოლკოვსკიმ დაგმო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეგიონის სახელის შეცვლის მიზნით რეფერენდუმის ჩატარების მცდელობა, რაც თავის მხრივ, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევად და საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ანექსიის განზრახვად შეფასდა.

საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოს და საკითხთან დაკავშირებულ ფორმატებში საქართველოს ჩართვის აუცილებლობას.

პოლონურმა მხარემ საქართველოს ევრუპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა დააფიქსირა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პოლონეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ნატოსა და ევრო კავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობას, რაც პრაქტიკული ნაბიჯებით იქნება გამყარებული.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბრაგვაძე და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს დესპანი ია ლომიძე.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 12 13
14 15 16
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ