ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის თავდავის მინისტრთან

პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი პოლონეთის თავდაცვის მინისტრს ანტონი მაციერევიჩს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე და მეგობრულ ურთიერთობებს. საგანგებოდ აღინიშნა საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილე და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, პოლონურმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და აღნიშნულთან პოლონეთის მწვავე პოზიციას.

დათუნა რაქვიაშვილმა პოლონეთის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევრო-ატლანტკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოლონეთის ხელისუფლება და პოლონელი ხალხი საქართველოს გვერდით მისი უახლოესი ისტორიის ყველაზე მძიმე დროსაც ურყევად იდგა.

საუბარი შეეხო პოლონეთის როლს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის საქმეში. ანტონ მაციერევიჩის მიერ საგანგებოდ აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით პოლონეთი მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ქვეყენას მეტ ქმედით დახმარებას აღმოუჩენს, მათ შორის შეირაღებული ძალების რეფორმირების პროცესში.

შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას საგანგებოდ გაესხვა ხაზი საქართველოს ყველა შესაძლო ფორმატში ჩართვის აუცილებლობას, რადგან წლების მანძილზე ქვეყანამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ საიმედო და სტაბილური პარტნიორია. ამავე დროს, აღინიშნა, რომ პოლონეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანიების საკითხის აქტიურ მხარდაჭერას.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბრაგვაძე, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს დესპანი ია ლომიძე და საქართველოს სამხედრო ატაშე პოლონეთის რესპუბლიკაში პოლკოვნიკი ზურაბ ყიფიანი.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ